თეთრი სახლის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესმდივანს, კეილი მაკენანის კორონავირუსი დაუდასუტრა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ხუთშაბათის შემდეგ, როცა პირველ ტესტზე ნეგატიური პასუხი მიიღო ყოველ დღე იტესტებოდა და ორშაბათს Covid-19 დაუდასტურდა.

მისი თქმით, პრესის არცერთი თანამშროემლი, ოპერატორი, ჟურნალისტი ან პროდუსერი მისი ახლო კონტაქტების სიაში არაა.

უფრო მეტიც, მე ნამდვილად არ ვიცოდი ჰოოპ ჰიქსის ( ტრამპის თანაშემწე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა) დიაგნოზის შესახებ, სანამ ხუთშაბათს თეთრი სახლის პრესკონფერენციას ჩავატარებდი. ამ დროს გულმოდგინედ ვმუშაობდი ამერიკელი ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, - წერს მაკენანი.

მაკენანის თქმით, ის კარანტინში გადადის და მუშაობას აგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია პირველი ლედი, მელანია ტრამპიც. მოგვიანებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსაც.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი