ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები. არსებული ინფორმაციით ინციდენტი ბეტონის დასხმის დროს მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თამარაშვილის #13-ში სპორტული კომპლექსისა და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის ივლისში დაანონსა და განაცხადა, რომ კორტები ექსპლუატაციაში 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის შევიდოდა. როგორც კალაძემ მაშინ აცხადებდა, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა და ოცნების ხელისუფლებას მისი ადგილმონაცვლეობით გამოსყიდვა მოუწია.
აღნიშნული ტერიტორია 2021 წელს იმ პირობით გასხვისდა, რომ ადგილზე სპორტული კომპლექსი აშენდებოდა და ჯამში 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდებოდა.
უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში ცვლილება 2 ჯერ განხორციელდა: 2023 წლის ივლისსა და 2025 წლის აპრილში.
ტერიტორიის მესაკუთრე შპს "კორტებია", რომლის დირექტორი და 67%-იანი წილის მფლობელი დავით კოპაძეა, 33%-ს კი რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე ფლობს.
მამუკა მერკვილაძის სახელი და გვარი იმითაცაა ცნობილი რომ ის საქართველოში არაერთი კომპანიის მეწილეა, მათ შორისაა შპს ქართული ჩაი, შპს ფოთის პირველი ტერმინალი , შპს ზიპლაინ კაუკასუს, შპს გარდაბნის მეურნეობა, შპს ინვესტ გრუპ ჯორჯია, შპს მს გლდანი (იგივე გლდანის შაურმა), შპს კანიონი 350 (ბალდის კანიონი), შპს სამრეცხაო 1, შპს ფლაი რიყე, შპს მოროშკინა და პარტნიორები და ა.შ
იხილეთ ასევე