თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ - ინფიცირებული დონალდ ტრამპი ჰოსპიტალს ტოვებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის ასაკში. მისი თქმით, უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალს დღეს ამერიკის დროით 6:30-ზე დატოვებს.

არ შეგეშინდეს კორონავირუსის! არ მისცეთ მას თქვენ ცხოვრებაზე დომინირების უფლება. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ შევქმენით ძალიან კარგი წამლები და ცოდნა. თავს იმაზე უკეთესად ვგრძნობ ვიდრე 20 წლის წინ ვგრძნობდი! - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია პირველი ლედი, მელანია ტრამპიც. მოგვიანებით, 3 ოქტომბერს დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და თეთრი სახლის პრესმდივანს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი