გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
არსებული ინფორაციით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექიმები ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა, კაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი დაცვის თანამშრომელია.
როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118 მუხლით მიმდინარეობს.