თბილისში, მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთ-ერთი მგზავრი ცოცხალი ამოიყვანეს.
როგორც ცნობილია, ამოყვანილი მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაცია "მთავარის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
გუშინ, თბილისში მანქანა მტკვარში გადავარდა - თვითმხილველების ცნობით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იჯდა.