ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-17 პაკეტზე შეთანხმდა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ევროკავშირის მაღალჩნოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ზომები მიმართულია რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" თითქმის 200 გემის, ასევე 30 კომპანიის მიმართ, რომლებიც სანქციების თავიდან არიდებაში მონაწილეობენ. სანქციები ასევე შეეხება 75 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც კავშირში არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებთან.
"ასე რომ, თქვენ ხედავთ მიმართულებას, რომლითაც მივდივართ. "ტრადიციული" სექტორული და ინდივიდუალური სანქციების გარდა, ჩვენ ვაფართოებთ და უფრო აქტიურად ვიყენებთ სხვა სანქციებს, რათა რუსეთს დავუპირისპირდეთ იქ, სადაც საფრთხეებს ვხედავთ ან სადაც ისინი არსებული სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ", - თქვა წყარომ.
წყაროების თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეზღუდვებს 20 მაისს დაამტკიცებენ.