შსს-ს ცნობით, "იმედის" თანამშრომლის, შაკო ნათენაძის საქმეზე 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელზე, შაკო ნათენაძეზე ძალადობის საქმეზე 1 პირი დააკავეს.

როგორც "მთავარს" უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ "იმედის" თანამშრომელი, შაკო ნათენაძე, ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი