საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 58 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გარდაცვლილი პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.
აქვე, დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.