2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.9% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.
ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოიგზავნა. რაც მთელი გზავნილების 35,2%-ს შეადგენს
ხუთეულში ასევე არიან რუსეთი, გერმანია და საბერძნეთი.
2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.9 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აპრილის (30.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.9% მეტია.