"მთავარის" ინფორმაციით, თურქეთში სოფელ მუხურის გამგებელი დააკავეს | საქმე, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ნარკოტიკს ეხება

გამოქვეყნდა:

"მთავარს" ეს წუთია მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქულმა მხარემ, სოფელ მუხურის გამგებელი, ბაკურ ქომეთიანი დააკავა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე დიდი რაოდენობით ნარკოტიკს ეხება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მუხურის გამგებელი თანმხლებ პირთან ერთად საზღვარს კვეთდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტომობილში ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

ქართული საგამოძიებო ორგანოები მომხდარზე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ. გამგებლის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. 

"მთავარი" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას თურქულ მხარესთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი