თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სილამაზის სალონი გაქურდეს. "მთავარს" ობიექტის შიდა სივრცეში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი მიაწოდეს, სადაც კარგად ჩანს 3 პირი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, რომლებიც უჯრიდან ფულს იღებენ და ტერიტორიას ტოვებენ. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 100 ლარამდე ოდენობის თანხა. როგორც ჩვენ გვითხრეს, მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა იმის გამო, რომ დანაშაულის ჩამდენები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან, მათ ვერ დააკავებენ. შემთხვევა 20 მაისს, საღამოს დაახლოებით 21 საათზე მოხდა.