ზუგდიდელი აქტივისტები კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა ზარქუას საჩივრის საფუძველზე დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გვანცა ვარდოსანიძემ სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა 3 500 ლარით დააჯარიმა. 4 000 ლარით დაჯარიმდა მარიამ სიჭინავაც. მისი საქმის მოსამართლე ნინო ჭაბუკიანი იყო.

ორივე მათგანი პროცესის ბოლოს მოსამართლეებმა დარბაზიდან გააძევეს. 

ზუგდიდელ აქტივისტებს "ოცნების" პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა. 

ქალი აქტივისტები ზარქუას რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, პროტესტით დახვდნენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა და ითვალისწინებს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი