შსს სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობას ითხოვს. აფრიამაშვილისა და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო "ოცნების" დეპუტატმა მარიამ ლაშხმა შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ - შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს... ძირს რუსეთის მონები".
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა და ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო.