პროკურატურამ, დავითგარეჯის საქმეზე, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი დააკავა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 ოქტომბერს, "მთავარისთვის" მიცემულ კომენტარში მელაშვილი ამბობდა, რომ მოახლოვებული არჩევნებისთვის აგორებული ტალღაა, ახლა ამ საქმეზე აქცენტირება. 

"არჩევნები მოდის და არჩევნებისთვისთვის აგორებული ტალღაა. ეს ერთი პარტიის მიერ მეორეზე გადაბრალების ბინძური თამაშია... ეს არის აფსურდი და სისულელე... ეს ვნებს მოლაპარაკებების პროცესს. ადამიანების დადანაშაულება ეს ხომ საზიზღრობაა?! მათ ხელები გახსნილი აქვთ, კი ბატონო, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ ამ სიბინძურით და ტალახით ვიარო."

აქვე შეგახსენებთ, მელაშვილი 2 ოქტომბერს, ასევე  მთავარ  პროკურატურაში, გამოკითხვაზე მივიდა. ის პროკურატურამ  დღეს, 7 ოქტომბერს, დააკავა. მელაშვილთან ერთად დაკავებულია, ასევე კომისის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

ცნობისთვის, 1958 წელს დაბადებული, ივერი მელაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი  და წლების განმავლობაში სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი