ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში ვენახში ჭურვი ჩამოვარდა. 

'მთავარ არხთან"  ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქების ხმა იყო.  საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

 

"მთავარის" კახეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ინფორმაციას, თუ საიდან მოხვდა ჭურვი სოფელში,  "მთავარი" შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც აზუსტებს და დამატებით დეტალებს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ფოტომასალასა და ინფორმაციას ჭურვის ჩამოვარდნის შესახებ ფეისბუქ გვერდი "სამხედრო სფეროც" აზიარებს. 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი