დავითგარეჯში მომხდარ ინციდენტზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი დაკითხეს

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ჟურნალისტს საგამოძიებო უწყებაში, რამდენიმე საათის განმავლობაში, კითხავდნენ. ჟურნალისტის თქმით, ეს "ქართული მარშის" მხრიდან ძალადობის პირველი ფაქტი არაა და ძალოვან უწყებას ყველა საჭირო ვიდეო და აუდიო მასალა აქვს დამნაშავეების დასასჯელად. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული მარში" ასე ძალადობს ჟურნალისტებზე. ძალოვან უწყებას აქვს ყველა შესაბამისი ვიდეოკადრები, რომლითაც შეუძლიათ დაშალონ დამნაშავეები, რომლებიც ჟურნალისტებს ასე უტიფრად უშლიან თავის საქმიანობაშ ხელს, - ამბობს, ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე.

ცნობისთვის, საკითხთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული მარშის" წევრები  გუშინ დავითგარეჯში დაუპირისპირდნენ, სადაც სანდრო ბრეგაძე საკუთარი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი