მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 37 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 37 მილიონს გადააჭარბა. 

ბოლო მონაცემებით, ჯამში ინფიცირებულია 37 105 925 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 25 764 378 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 1 071 388 პირი. 

პანდემიით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეული ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია: ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და კოლუმბია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი