დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რიცხვი 85 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით დაინფიცირდა 523 ადამიანი, 208 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.