ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკიანი კაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა, თანმხლები დაავადებების გამო, ვერ მოხერხდა.
ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 პაციენტი დაიღუპა. 68 წლის მამაკაცს სიმსივნური დაავადება ქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე,დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 68 ინფიცირებული მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 208 პირი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.