მიხეილ სააკაშვილს ათენში, შეხვედრის დაწყებამდე, პროვოკატორები დახვდნენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს ათენში პროვოკატორები დახვდნენ. ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, შავებში ჩაცმულმა უცნობმა მამაკაცმა მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა. "მთავარს" საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეხვედრაზე დასასწრებად მივიდნენ, ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიან და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა შენობაში შესვლის წინ სცადეს, თავდამსხმელი კი გაიქცა. დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე თავად გაავრცელა ინფორმაცია. მესამე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ, 10 ოქტომბერს დაწერა, რომ "ქართული ოცნება" საბერძნეთის დედაქალაქში პროვოკაციას გეგმავდა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი