ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს. თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. ფოტოებს ლევან ქართველიშვილი FACEBOOK-ზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თავდამსხმელები მას აგინებდნენ და ცემის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდნენ.
ქართველიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაესხა თავს. როგორც ის ამბობს, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა 5 ნომრიანი მაისური დაინახეს, აგრესიულები გახდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. როგორც ქართველიშვილი ამბობს პოპლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან არ ენდობა.
ცნობისთვის, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 27 სექტემბერს გლდანულაში, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, თავს დაესხნენ, ქვები დაუშინეს. 24 სექტემებრს ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა. 18 სექტემებერს, ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა. 15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.