დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 196 აჭარიდანაა, 178 - თბილისიდან - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 12 ოქტომბერს, კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარიდანაა, 178 - თბილისიდან. 

მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: 

  • 196 - აჭარა
  • 178 - თბილისი
  • 65 - იმერეთი
  • 13 - სამეგრელო ზემო სვანეთი
  • 15 - შიდა ქართლი
  • 6-6 - გურია და შიდა ქართლი
  • 4 - მცხეთა-მთიანეთი

ამასთან, ენდელაძის თქმით, პაციენტებიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე არიან, მათგან 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, 1 კი - ცხინვალიდან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 11 794;
  • გამოჯანმრთელებულია - 6 327;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 85;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 971;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი