სოფელ ხოვლეს მთვრალმა გამგებელმა, ბაჩო ხუციშვილმა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობისა და მერობის კანიდატების მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა. შეკრებაზე ის მაშინ მივიდა, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები კასპის მოსახლეობას საკუთარ გეგმებს აცნობდნენ და მოსახლეობისაგან წყლის მიწოდების პრობლემაზე მოსაზრებებს ისმენდნენ.
ბაჩო ხუციშვილმა ადგილობრივები სიცრუის გავრცლებაშიც დაადანაშაულა და უთხრა, რომ მათ იმდენი წყალი აქვთ, შეუძლიათ, "წყალში დაიხრჩონ".
მერის წარმომადგენელი ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. ის მიმტკიცებს, რომ მოსახლეობას წყლის პრობლემა არ გვაქვს - ეს მაშინ, როცა დღის განმავლობაში მხოლოდ 4 სთ-ის განმავლობაში მოგვეწოდება წყალი, - ამბობს ადგილობრივი.
"მთავარი არხი" ბაჩო ხუციშვილთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა. თავის მხრივ, გამგებლის ოჯახიც ირწმუნება, რომ სოფელში წყლის პრობლემა არ არსებობს.