გარეჯზე შექმნილი აჟიოტაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენაა მიმართული - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაში "აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ". 

იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელივიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ვისაუბრე, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი თითქოსდა ამ თემის ირგვლივ ჩემს მიმართ კითხვები კიდევ არსებობს.  ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ  გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება,  და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 - 19 ოქტომბერი 2005), - წერია განცხადებაში.

პრეზიდენტი წერს, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ, საჯაროდ გააზიაროს "მის  ხელთ არსებული სრული ინფორმაცია".

პრეზიდენტის თქმით, მზადაა ეს ინფორმაცია პორკურატურას პირადად მიაწოდოს.

დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც აზერბაიჯანელ ასევე, სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს.

მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს.

მეორე მხრივ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია.

აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერცერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული.

ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხევდრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის, იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები.

საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად, შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი, - წერია განცხადებაში.

პრეზიდენტის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, მინისტრობის შემდგომ პერიოდში პრეზიდენტება განიხილეს თუ არა ეს საკითხი და როდის ან რა პირობებში დაუბრუნდა ეს საკითხი კომისაის განსახილველად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი