"ოცნებამ" საარჩვენოდ მაქინაციების ყველა გამოცდილი ხერხი აამუშავა - ოპოზიციამ გადასატანი ყუთების სიებში ისეთი პირები აღმოჩინა, რომლებსაც საარჩვენო უბანზე მისვლის პრობლემა არ აქვთ.
ისნის რაიონის 46-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომრის მოადგილეს არ აქვს პასუხი კითხვებზე, რომლებიც გადასატანი ყუთის სიებში აღმოჩენილ დარღვევებს ეხება. ირკვევა, რომ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილია ემიგრანტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართყველოში არ ცხოვრობს. ან შეყვანილები არიან ადამიანები, ვისაც უბანზე მისვლა და ხმის მიცემა თავისუფლად შეუძლიათ. არიან ისეთებიც, ვინც რეგისტრაციის მიხედვით ხმას სხვა უბანზე აძლევს, თუმცა ამ აუბნის გადასატანი ყუთის სიაშიც მოხვდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ყუთის მიტანის დროს ის მარკირებას არ გაივლის და ხმის მიცემასაც თავის უბანზე თავსუფლად შეძლებს.
მსგავსი დარღვევები ისნის რაიონში ოპოზიციამ 4 უბანზე აღმოაჩინა. დღეს, 13 ოქტომბერს დილიდან სოციალურ ქსელში იმ ადამიანების განმარტებებიც ვრცელდება, რომლებიც ამ უბნებზე გადასატანი ყუთების სიაში მათი სურვილის გარეშე შეიყვანეს.
მას შემდეგ, რაც გადასატანი ყუთის სიებთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაში პასუხი ვერ მივიღეთ, განმარტება ისნის რაიონის საოლქო საარჩევნო კომსიას ვთხოვეთ. გვითხრეს, რომ გადასატანი ყუთის სიების საბოლოო ვარიანტი არ არსებობს და ჯერ მხოლოდ მონაცემები ზუსტდება.
საოლქო საარჩევნო უბნის იურისტის მტკიცების მიუხედავად სია, რომელსაც ის სამუშაო ვერსიას უწოდებს უკვე გამოკრულია რამდენიმე საარჩევნო უბანზე. მათ შორის ისნის 43-ე საარჩევნო უბანზე. ამ სიაში ჩვენი თვალით ვნახეთ ოჯახი, რომელმაც თავად მოგვმართა და გვითხრა, რომ გადასატანი ყუთის სიაში ჩასმა არც კი უთხოვიათ. კომისიის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ სიის გადამოწმება დასრულებულია და ის აღარ შეიცვლება.