"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა..."- "ახალი ჩვენებები "კარტოგრაფების საქმეში"

გამოქვეყნდა:

ახალი ჩვენებები და შეუსაბამობები გარეჯის საქმის მასალებიდან - ირმა გაბუნია, რომელმაც სადემარკაციო კომისიაში 2019 წელს ნატალია ილიჩოვა შეცვალა ჩვენებაში ყვება, რომ მისი წინამორბედისგან გადაიბარა რუკები და შეინახა სეიფში, რომელიც იმავე ოთახში დგას, სადაც ილიჩოვა მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ნატალია ილიჩოვას ჩემით ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის მიღება-ჩაბარების ან სხვა რამე წერილობითი აქტი არ შედგენილა, უბრალოდ მითხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი მქონდა მე. გადმოცემული მასალები შევინახე სამუშაო ოთახში განთავსებულ რკინის სეიფში, რომელსაც ვიყენებდით მე და ნატალია ილიჩოვა.

აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ ზუსტი თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ, სამსახურში ჩვენს სამუშაო ოთახში. ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლი ნომერკლატურით K-38 XXII - არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა, თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა, სხვა კომისიის წევრებისგან, არ ვიცი აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ, - წერს ჩვენებაში ირმა გაბუნია 

დღეს გასაჯაროვდა ნოდარ ხორბალაძის ჩვენებაც. ხორბალაძე ასევე კომისიის წევრი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელია. ის ჩვენებაში ყვება, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე კომისიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც. ხორბაძალის თქმით, მათ ივერი მელაშვილთან მცირე კამათიც მოუვიდა.

მე წარმოვადგნე ჩემ მიერ მოძიებული რუკები, ასევე კრიზისების საბჭოს მიერ მოძიებული რუკა. ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი რუკები არ უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოდ გამოსაყენებელი აზერბაიჯანთან სახემწიფო საზღვრის საკითხებზე მსჯელობისას, თუმცა თავისი აზრის გასამყარებლად ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავდა. საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა და დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას - წერს ჩვენებაში ნოდარ ხორბალაძე 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ყველა საბუი და რუკა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ირმა გაბუნიას გადასცა და დოკუმენტაციაც სწპრედ გაბუნიასგან ამოიღეს და არა ილიჩოვასგან.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი