არაფერ შუაშია ქართველი ხალხი, თქვენ ხართ შუაში- მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

გადაცემაში "დღის სტუმარი", საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კორონა პანდემიაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების სტრატეგია არაეფექტურია, მოსახლეობამ კი დაინახა, რომ "ესენი მატყუარები არიან და გაუჩნდათ ბუნებრივი ცინიზმი". 

"ახლა ხალხს აბრალებენ, რომ თქვენ ხართ უპასუხისმგებლოებიო. მართლა ?! არაფერ შუაშია ქართველი ხალხი. თქვენ ხართ შუაში, თქვენ გაქვთ ორმაგი სტანდარტი" - ამბობს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი კორონავირსზე საუბრისას, ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მაქსიმუმ 250-300 სასუნთქი აპარატია ქვეყანაში. მისივე თქმით არ არის პრეპარატებიც.

"არაკომპეტენტურ ბრიყვს ჩააბარდა სისტემა, რომელსაც არ ესმის ჯანდაცვის სიტემა" - თქვა სააკაშვილმა. 

აქვე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწავლის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია. 

"აქ არის პოლიტიკა და მხოლოდ პოლიტიკა. ახალგაზრდობის აბსოლუტური უმრავლესობა, ხმას არჩევნებზე ოპოზიციას აძლევს, ისინი მთელ საქართველოში არიან დარეგისტრირებული, მაგრამ სწავლობენ ძირითადად თბილისში - ისინი ახლა ჩამოიყვანეს თბილისში, იმიტომ რომ, თავის ოროსნებს მოკიდებენ ხელს, ჩასვამენ "მარშუტკებში" და ჩაიყვანენ ხმის მისაცემად, ხოლო დანარჩენი - ჯანსაღი ახალგაზრდობა, ხმას ვერ მისცემს, იმიტომ რომ ისინი უკვე თბილისში იქნებიან" - ამბობს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკშვილმა განათლებაზე საუბარი ჟურნლისტის კითხვის პასუხად დაიწყო, სადაც გადაცემის წამყვანმა, თეა ადეიშვილმა,  ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანის ფეისბუქ სტატუსი ამოიკითხა. ზედანია წერს, რომ  "შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალიან საშიში მგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა 19 ოქტომბერს. "

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი