აუტიზმის ეროვნულ ცენტრს "საქართველოს რაგბის კავშირმა" აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური კომპლექსი გადასცა. დაწესებულება რეგიონში პირველია და განკუთვნილია 16 წელს მიღწეული აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის.
"ეს იქნება კომპლექსი, სადაც ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს ისწავლიან. ეს არის ჩვენთვის, მშობლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლის შანსი" - ამბობს თათია მელაშვილი, "აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის" ფონდის თანადამაარსებელი.
"საქართველოს რაგბის კავშირთან" ერთად მომავალი თანამშრომლობის სურვილს კომპანია "ენ-სი-სი" გამოთქვამს და ამბობს, რომ კომპლექსის მეორე შენობის აშენების ხარჯებს სწორედ ისინი დაფარავენ.
შეგახსენებთ, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი საქართველოში 2009 წელს დაარსდა და დღეისთვის 1000-მდე ბენეფიციარი ემსახურება.