იორმუღანლო ისევ დაპირისპირების ეპიცენტრია - 18 წლის ბიჭი ქვებითაა ნაცემი

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში  ისევ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. 18 წლის ბიჭი უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაზიანებები მას ქვებით მიაყენეს. დაზარალებული ამ დროისთვის საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 18 წლის მოზარდი ქორწილიდან ბრუნდებოდა. ოჯახი 18 წლის ბიჭზე ხუთი ადამიანის თავდასხმას ვერ ხსნიან, თუმცა, ამბობენ, რომ რამდენიმეს ამოცნობას დაზარალებული შეძლებს. ამოცნობას შესძლებენ ასევე თვითმხილველები, თუმცა, პოლიციას ისინი ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ცემა, მერე მანქანით დაარტყა. ფეხი მოტეხილი აქვს. სახეში ქვა აქვს დარტყმული. მეზობელმა დაინახა კაცი მკვდარიაო, -ამბობს დაზარალებულის მამა.

შეგახსენებთ, იორმუღანლოში კრიმინალური დაპირისპირება 7 ოქტომბერსაც მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. მაშინ 35 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ერთერთ ფერმაში მოკლეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი მეორე დღეს დააკავა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი