კლინიკაში მუცლის ტკივილით შეყვანილ პაციენტს თავის ქალის ოპერაცია გაუკეთეს - მის გარდაცვალებაში დედა ექიმებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

80 წლის დედა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, რატომ დასჭირდა მის შვილს თავის ქალის ოპერაცია მაშინ, როცა კლინიკაში მუცლის ტკივილით შეიყვანეს. თენგიზ პაჭკორია კლინიკა "ოპტიმალ მედის" რეანიმაციაში გარდაიცვალა. პაჭკორია პირველი ჯგუფის ინვალიდი და ომის ვეტერანი იყო, ოჯახი ამტკიცებს, რომ მას სასიკვდილო არაფერი სჭირდა. 

გამოწერამდე ერთი დღით ადრე, აფხაზეთის ომის ვეტერანის მდგომარეობა, ანამნეზის მიხედვით, დამძიმდა. ფორმა ასში ვკითხულობთ, რომ გამოწერამდე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უარყოფითი დინამიკით შეფასდა. გარდაცვლილის დედას უჩნდება კითხვები, თუ მისი შვილი 9 დღის განმავლობაში კარგად იყო, რატომ დამძიმდა მდგომარეობა მაინცდამაინც გამოწერამდე ერთი დღით ადრე. ჩატარებული კატე კვლევით, თენგიზ პაჭკორიას თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა დაუდგინდა, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

გარდა ამ ბრალდებებისა, გარდაცვლილის დედა ამტკიცებს, რომ უმძმესი ოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო. პაციენტის სამედიცინო წიგნში დევს დედის მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომლის მიხედვითაც მარგო მებაღიშვილი ჩასატარებელ ოპერაციაზე ქირურგს ნებას რთავდა, თუმცა ქალი ამტკიცებს, რომ ექიმებმა ის მოატყუეს და რეალურად სხვა ოპერაცია უთრეს, რაზეც ხელის მოწერას ადასტურებს. ექიმები გარდაცვლილის დედის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მშობელმა ყველაფერი იცოდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი