სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია-დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-მა მის შტაბში მოსასმენი დაამონტაჟა

გამოქვეყნდა:

ენმ-ძალა ერთობაშიას ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მის საარჩევნო შტაბში, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაზე საუბრობს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გვიან ღამით, მაშინ როცა მისი შტაბის წევრები საარჩევნო ღონისძიებას გეგმავდნენ, მის კაბინეტში ხმაური გაიგეს, თუმცა იქ აღარავინ დახვდათ. დეკანოიძე ამბობს, რომ ოთახში სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ, სკამებზე შეინიშნება ნაფეხურები. მისივე თქმით, იმ დროისათვის შტაბში ელექტროენერგიაც გაითიშა. დეკანოიძი ვარაუდობს, რომ - განგებ.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ი წინასაარჩევნოდ ოპონენტების დაშინებასა და მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ამ გზებით ცდილობს. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საპატრულო პოლიცია მომხდარისთანავე გამოიძახეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მოსასმენი აპარატურის კვალი ვერც მათ და ვერც კინოლოგებმა აღმოაჩინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი