ჰაკერული თავდასხმა საქართველოს პარლამენტსა და მედიაზე - აშშ-მ ГРУ-ს ოფიცრებს ბრალი წაუყენა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ-ს) 6 ოფიცერს საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა. 

ანგარიშის მიხედვით, რუს ოფიცრებს ბრალად ედებათ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა, თავდასხმა ქართულ ვებგვერდებზე, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა და 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება. 

როგორც ირკვევა, ГРУ კიბერშეტევისას ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდა, როგორებიცაა - KillDisk, NotPetya და Industroyer. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გვთავაზობს ჰაკერების ვინაობასა და ჩამონათვალს, რომელ მათგანს კონკრეტულად რისთვის ედება ბრალი. საქართველოზე კიბერთავდასხმის სიაში მოხვდნენ ანატოლი კოვალიოვი და არტიომ ოჩიჩენკო. 

ჰაკერული თავდასხმებისგან გამოწვეული ზარალი დოკუმენტში 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი