საარჩევნო უბანი გურიაში, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა- მანუჩარ კვირკველია ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სოფელ ფარცხმასა და სამებაში ამომრჩევლებს შეხვდა გურიაში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მანუჩარ კვირკველია თანმხლებ პირებთან ერთად ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. 

დაათვალიერეს სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობა, რომელსაც არც კარი და არც ფანჯრები აქვს. კვირკველიას შტაბის უფროსმა მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს დაინტერესდეს ამ საკითხით და არჩევნებამდე უზრუნველყონ ეს უბანი შესაბამისი პირობები.

კვირკველიას მხარდასაჭერად გურიაში ჩავიდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი