დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა; გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა შორის 7 აჭარაში მკურნალობდა, ყველა მათგანს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და უმეტესობას პრნევმონიაც. გარდა აჭარისა, ერთი - 47 წლის პაციენტი თერჯოლაშიც გარდაიცვალა.
აქვე გეტყვით, რომ დღესვე ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად მოიმატა- 1 351-ით და გამოჯანრთელდა 337 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.