"უნისონმა" 30 მილიონის ტენდერი მოიგო და "ქართულ ოცნებას" 327 ათასი შესწირა

გამოქვეყნდა:

ტენდერში გამარჯვება მმართველი პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ - სადაზღვევო კომპანია 186- ტენდერიდან 68 -ში უკონკურენტო იყო. 

"უნისონის" საქმიანობა და მოგებული ტენდერები "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწვალა.  

მთლიანობაში კომპანიის დამფუძნებელს ილია კეჭაყმაძეს და მის უნისონს 30 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული, სანაცვლოდ კი კეჭაყმაძემ "ქართულ ოცნებას" 327 ათასი ლარი შესწირა. 

მმართველი პარტიის ყულაბაში 60 ათასი ლარი გადარიცხა ილია კეჭაყმაძის მეუღლემ მარინა დოლიძე-კეჭაყმაძემაც.  

"ფლანგვის დეტქტორის" ინფორმაციით, ილია კეჭაყმაძე კალაძის "კალა კაპიტალის" დირექტორიცაა და მისი "უინისონი" საკონცერტო დარბაზ „ბლექსი არენა ჯორჯიასაც" აზღვევს.

დოლიძის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს უკავშირდება კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის - იგივე “რემენას” აეროპორტიდან გაპარება. 

მარინა დოლიძე-კეჭაყმაძე ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის, გელა კობალაძის საქმეშიც ფიგურირებს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე 2017 წელს დააკავეს.

ვრცლად:

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი