"ის დაიწყებს მძევლების დახოცვას" - მძევალი ზუგდიდიდან

გამოქვეყნდა:

ის დაიწყებს მძევლების დახოცვას - ასე პასუხობს "მთავარი არხის" შეკითხვას ირაკლი კვარაცხელია. კვარაცხელია ერთ ერთი მძევალია, რომელიც ამ წუთებში, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში იმყოფება. ის პოლიციას 2 საათიან ვადას აძლევს.

თავდამსხმელი საკუთარ მოთხოვნებს, სწორედ კვარაცხელიას საშუალებით გადმოგვცემს. თავდაპირველად მძევალი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, მოგვიანებით კი "მთავარის" პირდაპირ ეთერში დეტალურად ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც ახლა ბანკშია. შენობაში სულ 19 მძევალია. 

თავდამსხმელი 500 000 დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. მას ასევე სურს, მიმდებარე პერიმეტრიდან შსს-მ სპეცრაზმი მოხსნას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი