შსს მედიას სიგნალის გათიშვით ემუქრება. გომელაურის უწყების გაღიზიანება "მთავარი არხის" ეთერში, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გაშუქებამ გამოიწვია. როგორც საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ აღნიშნა, თავდამსხმელის პირდაპირ ეთერში ჩართვით, საფრთხე შეექმნა მძევლებს და სპეცოპერაციის მიმდინარეობას. საბანაძე მედიას პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვით დაემუქრა და ეს ყველაფერი უსაფრთხოების მოტივით ახსნა.

როგორ და რა ფორმით დაუკავშირდნენ "მთავარ არხს" ბანკიდან თავდამსხმელი და მძევალი, ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უკვე გაავრცელა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი