ვერაფერს გეტყვით, დღეს მთლიანად უნდა ვკონცენტრირდეთ ზუგდიდზე - კობახიძე წერეთლის მიმართ მუქარაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, ვატო წერეთლის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ტვ პირველის დირექტრომა დაწერა, რომ მამამისს დაემუქრნენ მოკვლით, თქვა რომ ვერაფერს იტყვის. 

"ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით - დღეს მთლიანად უნდა ვიყოთ კონცენტრირეული იმ მოვლენებზე რაც წარიმართება ზუგდიდში" - უპასუხა ჟურნალისტს პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ. 

შეგახსენებთ, TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ფეისბუიქზე განცხადება გაავრცელა და შსს მონიშნა.  "მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები მოგკლავთო", - დაწერა ვატო წერეთელმა.

აქვე შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ტყვეობაშია 19 ადამიანი ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკის შენობაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი