"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელმა 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია.

ასევე "მთავარი არხის" ინფორმაციით, გამტაცებელმა არა ნახევარი მილიონი, არამედ 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო.

"მთავარის" ინფორმაციით, ამ დროისათვის ის უკვე კოდორის ხეობაშია, მას კავშირი აქვს ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სწორედ მათი დახმარებით გეგმავს ქვეყნის დატოვებას.

დამატებით ინფორმაციას შსს ამ დრომდე არ ავრცელებს. უწყებამ ბოლო ოფიციალური განცხადება 10 საათის წინ გაავრცელა.

ქართველი სამხედროები კი, იმ შეცდომებზე საუბრობენ, რომელიც სამართალდამცავმა უწყებამ ზუგდიდში მომხდარი თავდასხმისას დაუშვა. მათივე შეფასებით, თავდამსხმელი რომელმაც 43 მძევალი აიყვანა, კარგად ორგანიზებული იყო და მოქმედებდა დაგეგმილად.

სამხედროები ამბობენ, რომ საკითხავია, რატომ არ ჰქონდა ჯიპიეს სისტემა იმ ავტომანქანას, რომლითაც გამტაცებელმა 4 მძევალთან ერთად ბანკი დატოვა და ფული წაიღო. შეგახსენებთ, რომ ამ დროს მასთან ერთად სამხარეოს უფროსი, გალდავაც იყო, რომელმაც გამტაცებელს სავარაუდოდ ფული გადასცა და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლებარდე- თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია სავარაუდოდ კოდორიდან დატოვა
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი