ხატია დეკანოიძე შსს-ს მუქარის გზავნილების გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე შინაგან საქემთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს მის შტაბის წევრებსა და მხარდამჭრებზე განხორციელებული მუქარის ფაქტები გამოიძიოს. 

"რამდენიმე დღის წინ მივმართე შსს-ს ჩემს სოციალურ ქსელში, რომ გამოეკვლიათ და რეგიიება მოეხდინათ იმ უბინძურეს გზავნილებზე, რომლებიც მისდით ღამის 4 საათიდან ჩვენს მხარდამჭერებსა და შტაბის წევრებს, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და ამ გზავნლების სიხშირე უფრო გააქტიურდა. ასეთივე გზავნილები მიდის "ენმ"-ს სხვა შტაბის წევრებსაც მაგალითად გურჯაანში ლევან ბეჟაშვილიც ადასტურებს რომ უშუალოდ სახელობითად მუქარის წერილები მისდით წევრებს, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გამოძიონ ვინ არიან შეტყობინებების ავტორები და მათ მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოწერონ. მისივე თქმით, შეტყობინებების ავტორები დაფარულ ნომრებს არ იყენებ.

შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიმართ მუქარის ფაქტზე სოციალურ ქსელში პოსტი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. დეკანოიძემ მის შტაბში მოსასმენი აპარატურის დაყენების მცდელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სუს-მა ელექტროენერგია მას განგებ გამოურთო. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი