"მთავარმა" სუს-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი წინასაარჩევნო სპეცოპერაცია გამოააშკარავა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" გამოააშკარავა სქემა, რომლითაც "ოცნების" პოლიტიზებული ძალოვანი უწყებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ - ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ "ოცნებისთვის" უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით.

"მთავარმა" პოლიტიკური სპეცოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოიპოვა: 

  • გიორგი რევაზიშვილი - შსს ცკპდ-ს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი დეტექტივი; 
  • ვანო ფიროსმანაშვილი - შსს იმერეთის წყალტუბოს სამმართველოს უფროსი;
  • ირაკლი აღნიაშვილი - შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივი;
  • კარლო სიდამონიძე - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი; 
  • კახი კახეთელიძე - შსს გენინსოპექციის გამომძიებელი; 
  • ლევან შაშიაშვილი - შსს თბილისის დეპარტამენტი. 

"მთავარი არხი" დაუკავშირდა რამდენიმე პოლიციის თანამშრომელს, მათ შორის იყო გიორგი ლილუაშივლი, რომელიც არის კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი და ამ სიის მიხედვით მივლენილია თელავის რაიონის სოფელ ბუშეთში.
ლილუაშვილი " მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ უკვე ერთი კვირაა რაც სოფელ ბუშეტში იმყოფება და ასრულებს "ოცნების" დავალებას. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტის ნომერმი ცნობილი გახდა ძალოვანი უწყებებისთვუის. შიდა მიმოწერის ჯგუფში პირი აფრთხილებდა ჯგუფის წევრებს, რომ სქემა ცნობილი გახდა "მთავარი არხისთვის". 
 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი