მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა და ეს რიცხვი 42 497 381-ს აღწევს. 

ამჟამად COVID-19-ის აქტიური შემთხვევები 9 918 176-ია, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 76 000-ზე მეტი პაციენტია. 

აქვე გეტყვით, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი - 83 010 ადამიანი ინფიცირდა. 

მსოფლიოში COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა შემდეგ 5 ქვეყანაზე მოდის:

  • აშშ - დაინფიცირდა 8,746,953, (გარდაიცვალა 229,284);
  • ინდოეთი - დაინფიცირდა 7,814,682, (გარდაიცვალა 117,992);
  • ბრაზილია - დაინფიცირდა 5,355,650, (გარდაიცვალა 156,528);
  • რუსეთი - დაინფიცირდა 1,480,646, (გარდაიცვალა  25,525);
  • ესპანეთი - დაინფიცირდა 1,110,372 (გარდაიცვალა 34,752).

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა აგვისტოდან დაიწყო, რაც კარგად ჩანს Worldometers-ის გრაფიკზეც:

1 აგვისტოსთვის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 18 მილიონს აღწევდა, დღეის მონაცემებით კი ეს რიცხვი გაორმაგდა და ინფიცირებამ კიდეც გადააჭარბა 42 მილიონს. 

გარდა საერთო შემთხვევებისა, ზრდადია აქტიური კოვიდინფიცირებულების რაოდენობაც, რაც ვირუსის ახალ ტალღას უკავშირდება: 

COVID-19-ის ახალი ტალღის კვალდაკვალ მსოფლიოში მკაცრდება ვირუსის გამო დადგენილი შეზღუდვებიც. 

რაც შეეხება საქართველოს ეპიდვითარებას, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 20 000-ზე მეტია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი