"ხმა მივეცი კაცს, რომელსაც ტრამპი ჰქვია" - დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა და ამისთვის მაიამიზე ჩავიდა. 

"ხმა მივეცი კაცს, რომელსაც ტრამპი ჰქვია" - თქვა პრეზიდენტმა. 

აქვე პრეზიდენტმა კორონაპანდემიის გათვალისწინებით, თქვა, რომ ხმის მიცემის პროცედურა ძალიან უსაფრთხო იყო, "უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტენის ფოსტით გაგზავნა" - დასძინა პრეზიდენტმა. 

ტრამპის შემდეგ, დღესვე ფლორიდაში აშშ-ის ექს-პრეზიდენტ, ბარაქ ობამას ელოდებიან. პრეზიდენტი ობამა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავა, სადაც ამომრჩეველს, დემოკრატების კანდიდატის, ჯო ბაიდენისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. 
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი