ავღანეთში სასწავლო ცენტრი დაიბომბა - 24 დაღუპულს შორის უმეტესობა სტუდენტია

გამოქვეყნდა:

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სასწავლო ცენტრი თვითმკვლელმა ტერორისტმა დაბომბა - დაიღუპა 24 და დაიჭრა ათობით ადამიანი. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"რამდენს შეიძლება გავუძლოთ, როგორც ინდივიდებმა და როგორც საზოგადოებამ?" - ასეთი იყო ავღანეთის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი გამოხმაურება Twitter-ზე მომხდართან დაკავშირებით. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თავის მხრივ, თალიბანის მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი