წალკის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი "ოცნებიდან" სახელმწიფოს მიწების წართმევაში ადანაშაულებს. არმენ მიკირტიჩიანი ამტკიცებს, რომ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს ბევრჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
"წელიწად-ნახევარია ამ საკითხზე ვდაობთ ადვოკატთან ერთად, ყველა საჭირო სამინისტროსა და უწყებას მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფოს რეესტრიც მოუწოდებს, რომ მიწების გადანაწილებას გადახედოს", - ამბობს ადგილობრივი, გიორგი წითური.
ოცნების დეპუტატი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აქციებს აანონსებს - მას სოფლის მაცხოვრებლებიც შეუერთდებიან.
ავტორი: ნინო გიგაური