"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ "ქართუში" 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა. 

"მე იქ ვკურირებდი უსაფრთხოების საკითხებს, კომპანიის უსაფრთხოების, პირადი დაცვის, მერე დაემატა სხვა ფუნქციებიც, მედია პროექტები, საერთაშორისო პროექტები", - ამბობს ის.

რესპოდენტი იხსენებს, რომ როდესაც ივანიშვილი საქართველოში ჩამოდიოდა 2-3 კვირით, თუ 1-2 თვით, თითქმის ყოველთვის მასთან ერთად იყო. ინტერვიუს პირველ ნაწილი რუსეთში მის კავშირებსა და გამდიდრების ისტორიას ეხება. 

"თავიდანვე რაღაც ესეთი, საიდუმლოებით ბურუსით მოცული პიროვნება იყო. ჩაკეტილი, გაუხსნელი, ნაკლები კონტაქტები გარე სამყაროსთან, ძირითადად ვიწრო წრეში ტრიალებდა, თავის ნდობითაღჭურვილ პირებთან. მან შემქნა როსკრედიტი - ბანკი, ეს ის პერიოდია როდესაც 7 ბანკი ხდება მილიარდერი, მათ შორის როსკრედიტი, და ამ ბანკის პატრონებიც არიან პირველი მილიარდერები რუსეთში და ამ ეპოქას დაარქვეს რუსებმა "სემიბანკავშინა" (семибанкирщина)", - ამბობს ელდარ გოგოლაძე.

რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, ივანიშვილი მოსკოვში, ასპირანტურაში სწავლის პერიოდში საკმაოდ მარტივი სქემით ცდილობდა ფული ეშოვა. 

"ეს და ვიტალი მალკინი დადიოდნენ, შემდეგ ის ხდება ბიძინას პარტნიორი, მაშინ მეგობრები იყვნენ. ვისაც ახსოვს ეს გრძელი რიგები მისაღებ კომისიასთან, მშობლები და აბიტურიენტები, რომ ელოდებოდნენ ქაღალდებით ხელში, იქ რომ ნახავდნენ ქართველებს, გამოელაპარაკებოდნენ, ბიძინა წარმოდგებოდა ამ უნივერსიტეტის ასპირანტად და შემდეგ აცნობდა მალკინს, როგორც მიმღები კომისიის წევრს. ჩვეულებრივი თაღლითობა, გამოელაპარაკებოდნენ, თუკი შევიდოდნენ ნდობაში, იქ საგამოცდო ბილეთებს სთავაზობდნენ, არადა ეს იყო წინა წლის, გადაყრილი ბილეთები, ამ ბილეთების მიღების მომზადებაში, სავარაუდოდ, მალკინი ამზადებდა, ბიძინას მათემატიკა შეიძლება, მაგრამ ფიზიკა არამგონია შეეძლოს, მერე გამოართმევდნენ გარკვეულ თანხას, თუ ვერ ჩააბარებდა, შემდეგ მიიმალებოდნენ", - იხსენებს ის.

რესპოდენტი იხსენებს, რომ ერთხელ, ჭორვილაში მასთან ახალგაზრდები მივიდნენ, რომლებმაც დაცვის თანამშრომელს უთხრეს, რომ ივანიშვილისგან ფულის დაბრუნება სურდათ, ეს შეხვედრა არ შემდგარა, ფულიც არ დაუბრუნებია, ამ პერიოდში ის უყვე მილიარდერი იყო. 

მანამ, სანამ ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა მასთან ერთ-ერთი საერთაშორისოდ გახმაურებული საქმე იყო კავშირში, რომელიც ანგოლაში სამოქალაქო ომს უკავშირდება. ამ პერიოდში ივანიშვილი ფიგურირებდა ანგოლაში უკანონოდ იარაღით ვაჭრობის საქმეში, რომელიც საერთაშორისო დონის დანაშაულია, კერძოდ:

- მისგან გამიგია ეს, რომ ანგოლაში მიდიოდა სამოქალაქო ომი, გაეროს გამოთვლებით, სამოქალაქო ომის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია დაღუპული. გაეროს უშიშროების საბჭოს ემბარგო ჰქონდა დადებული ანგოლაში იარაღის მიწოდებაზე. ვინაიდან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და მას ჰქონდა ამ ემბარგოზე ხელი მოწერილი ოფიციალურად იარაღის მიყიდვა გამორიცხული იყო. საბჭოთა კავშირში არსებობდა ასეთი საწყობები ენზე  -  ინტო ბიზაპას - ხელშეუხებელი მარაგები. ეს გროვდებოდა მეორე მსოფლიო ომიდან, უზარმაზარი საცავები იყო, ეს იყო გათვლილი ომის შემთხვევაში მობილიზაცია გამოცხადდებოდა და იქნებოდა ახალი დივიზიები და არმიები და ისინი უნდა შეიარაღებინათ. დოკუმენტაციით, ეს იარაღი გადიოდა როგორც მეტალის ჯართი, ივანიშვილი იყო ერთ-ერთი აქტორი. 

- ჰუმანიტარული დანაშაულის ბრალდებაა რასაც თქვენ ამბობთ, საერთაშორისო ომის დანაშაულია.

- ალბათ. 

- და თვითონ როგორ მოგიყვათ ამის შესახებ, რომ ანგოლაში ვყიდდი უკანონოდ იარაღს

- ჩვენ ეს ასე ვუყურებთ და მეორეა ის როგორ უყურებს ამას თვითონ. ის ამას უყურებდა, როგორც ჩვეულებრივ ბიზნესს. ამას აწარმოებდა რუსეთის სახელმწიფო, ამაში ჩართულები იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, მინისტრის მოადგილე შეიარაღების დარგში. ივანიშვილის, სავარაუდოდ, ფინანსური მხარე ებეარა. გადარიცხვები.

ინტერვიუერი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის როგორ ხდებოდა ეს გადარიცხვები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ივანიშვილის ბანკით არა. მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობდა მასზე შთაბეჭდილება მოხედინა, მიხვდა, რომ მილიარდერობა არავითარ პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას არ ახდენდა მასზე "ხანდახან იყო რაღაც წამოცდენები. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი კაცია".

ნიკა გვარამიას კითხვას, რომ ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, ივანიშვილი დღესაც შეიძლება ამისთვის გასამართლდეს და ეშინია თუ არა ამის, "ქართუს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს საქმე საფრანგეთში გაიხსნა, თუმცა ივანიშვილამდე ვერ, ან არ მივიდნენ, ის რადარებზე არ გამოჩნდა. 

"გამოჩნდა არკადი გაიდამაკი, მისი ჰოლდინგის პრეზიდენტი, მას დაუსწრებლად მიუსაჯეს 6 თუ 7 წელი საფრანგეთში და რამდენადაც მე მახსოვს ის ჩაბარდა საფრანგეთის ხელისუფლებას. [ ივანიშვილი] რაღაცაში იქ ფიგურირებდა, მაგრამ მანამდე ვერ მივიდნენ ან არ მივიდნენ", - ამბობს ის.

სქემა, რომლითაც ანგოლაში იარაღი უკანონოდ შედიოდა შემდეგი იყო: 

"გემი ოტვირთებოდა, დოკუმენტებით მიჰქონდა მეტალის ჯართი, ჩადიოდა ეს ანგოლაში საფასურს ისტუმრებდნენ ალმასებით და ნედლი ნავთობით. ნედლი ნავთობი, შემდეგ მიდიოდა ევროპის ნავთობსახდელებში და იქიდან ირიცხებოდა უკვე თანხები. სავარაუდოდ, ეს არის საწყისი წერტილი", - ამბობს გოგოლაძე.

რესპოდენტი იხსენებს ივანიშვილის კავშირებს ლებედთანაც, მისი თქმით, ივანიშვილმა მის ცხოვრებაში გარკვეული როლი შეასრულა და ლებედის ე.წ  "რასკრუტკა" აიღო საკუთარ თავზე. ის ყვება, რომ ლებედი 9 აპრილს პოლკის მეთაური იყო თბილისში, მას დაუქირავეს პედაგოგი, ასწავლიდნენ "ნორმლაურ ლაპარაკს", ლებედს, მას შეუკერეს, სამოქალაქო ტანსაცმელი, პირველი კოსტიუმი მის ცხოვებაში, ასწავლიდნენ სიარულს, მისივე ინფორმაციით, ივანიშვილმა მასში 25 მილიონი ჩადო.

- შემდეგ ის ხდება ძირითადი აქციონერი ძალიან მსხვილი კომპანიის "როსმეტალინვესტის" თავიდან როგორც ვიცი 94% ჰქონდა მას, მთელი რუსეთის რკინის მადნის მარაგების. ესე იგი, მოოპოვებდნენ, ამდიდრებდნენ, და ყიდდნენ. 

- როგორ? ივანიშვილი, ვინ მიუშვა იქამდე?

- საერთოდ ეს რესურსების ბიზნესი ითვლება პლატნოი ბიზნესს, სტრატეგიული ბიზნესია,  ნუ ესე იგი რუსული სახელმწიფო მას ენდობოდა. ნდობას დამსახურება უნდა ალბათ. 

- რა შეიძლება რუსებმა მასზე იცოდნენ ისეთი, რაც შეიძლება კომპრომატად დაუდონ?

- მე მგონია, რომ მათ არ სჭირდებათ მისთვის კომპრომატების დადება. სავარუდოდ, თუ რამე საცოდინარია, ყველაფერი უნდა იცოდნენ. იქ გაიზარდა ეს კაცი ფაქტობრივად, იქ ჩამოყალიბდა. ეს ორმხრივი პორცესია, ადამიანების შანსზე, მარიფათზეც იყო დაკავშირებული, ე.წ. ზალოგავი აუქცინი - შედიხარ კორუფციულ გაირგებაში ძალიან მაღალი თანამდბებობის პირთან, მინისტრი ან უფრო ზევით, ასე იწყება ეს. ხშირად ვატყობდი, რომ სჭირდებოდა შთაბეჭდილების მოხდენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი