"ქართუ-ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ელდარ გოგოლაძესთან ინტერვიუს დასრულებისთანავე, "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, პირდაპირ ეთერში საგანგებო გადაცემას წაიყვანს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის ნიკა გვარამიამ კიდევ ერთი სტატუსი გამოქვეყნა და დაწერა: "ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ!" .
ეს კი, მას შემდეგ, რაც ასევე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გაასაჯაროვა, რომ ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს და იცის ვინაობაც. ნიკა გვარამიამ ასევე დაწერა, რომ გაასაჯაროვებდა მის ფოტოსაც.