"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ "ქართუში" 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა. 

ნიკა გვარამიას კითხვას, რა ვარაუდი აქვს გოგოლაძეს მასთან დაკავშირებით, ენდომება თუ არა მისი "გასაღება" და როდის შეეცდება ამის გაკეთებას, გოგოლაძე პასუხობს:

- ჩემ მოკვლაზე ნაფიქრი ექნება თქვენი აზრით? 

- არ არის გამორიცხული და როდესაც ნახავს ამ ინტერვიუს არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს მიმართაც გაუჩნდეს, უფრო მეტად ვიდრე თქვენი. 

- და რატომ არ გეშინიათ, რატომ მელაპარაკებით ახლა, სადაც ამდენი წელი დუმდით. 

- არ ვდუმდი, მე ამის შესახებ მილაპარაკებია ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან, პოლიტიკოსებთანაც მილაპარაკია, ოღონდ გვარები არ მკითხო, თქვენი გუნდის წევრები იყვნენ. 

გოგოლაძის თქმით, პოლიტიკოსები გააფრთხილა, რომ საქართველოს დიდი საფრთხე ელოდა. მისივე თქმით, ეცადა სააკაშვილისთვისაც მიეწვდინა ხმა, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ მივიდა. 

რესპოდენტი არ გამორიცხავს, რომ ხალხს თავიდან მართლა სჯეროდა მისი ქველმოქმედების და დაპირებების.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი