საზოგადოებას არა აქვს გარანტია, რომ ნამდვილი დამნაშავე ქუჩაში არ დადის - გივი თარგამაძე

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ, ნიკა გვარამიას საგანგებო ეთერში, სადაც სტუმრები ზუგდიდში, აყვანის სპეცოპერაციის დროს ბანკზე ნამდვლი თავდამსხმელის გაქცევაზე და მის ვინაობაზე საუბრობდნენ, საზოგადოებაში გაჩენილ შიშის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, მისი მანქანის აფეთქება გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ პირს, ვინც ბომბი დაამზადა, მცირე სასჯელი მიუსაჯეს, შემდეგ კი საერთოდაც, გამოსაცდელი ვადით შეუცვალეს.

აქვს თუ არა გარანტია საზოგადოებას, რომ ნამდვილი დამნაშავე არ დადის ქუჩებში, არ აქვს გარანტია - პირველი პარალელი ჩემთვის ეს არის. ვერ მივიღე ვერანაირი დადასტურება იმისი, რომ თუნდაც თავის დროზე ქვეყნიდან წასულად გამოცხადებული ხეჩუაშვილი, რომელმაც ჩემი მანქანა ააფეთქა, ნამდვილად იყო წასული ქვეყნიდან", - თქვა გივი თარგამაძემ გადაცემაში.  


გივი თარგამაძის განცხადებით, ადამიანმა ბომბი დაამზადა, რაც სამ სახლს ააფეთქებდა და ის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

ჩემი აფეთქების საქმეზე კი არ დაიჭირეს, დაიჭირეს იარაღის უკანანო შეძენა-შენახვაზე, ოღონდ იარაღი იყო სამი სახლის კიდე აფეთქება შეიძლებოდა... მხოლოდ ამ მუხლით გაასამართლეს, როცა ერთ პისტოლეტზე 7 წელს აძლევენ, ამას ოთხი წელი მიუსაჯეს იქვე, თქვეს რომ ვინაიდან მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილებიო, თითქოს სხვებს არ ჰყავდათ, შეუცვალეს ეს სასჯელი 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით", - თქვა გივი თარგამაძემ. 

შეგახსენებთ, გივი თარგამაძის ავტომანქანა 2016 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, თბილისში, სობჩაკის ქუჩაზე ააფეთქეს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი