გაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციებს გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციებს ექსპრეზიდენტი უერთდება. ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მივიდა. ყველა ერთის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთიანდება.

"თქვენი პრინციპული უნარით, დიდი კვალიფიკაციით მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულობით სანატრელი იყო. მინდა მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყეს ეს ბრძოლა და პრინციპულად აწარმოეს. 

ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და მომავალს ხედავენ იმაში რომ არ მოიპარონ,არამედ მიიღონ ის ხმები, რომელსაც ქართველი ხალხი აძლევს,"-განაცხადა მეოთხე პრეზიდენტმა. 

პარალელურად მმართველი გუნდი დაპირებას ცვლის. რამდენიმე თვის შემდეგ მიღწეული ისტორიული შეთანხმება შესაძლოა, ისევ ჩიხში შევიდეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე კონსულტაცია არ ყოფილა და ამ საკითხზე არც დაპირება გაცემულა.

ოპოზიციამ კი მმართველ გუნდს ულტიმატუმი წაუყენა - თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი